საქართველოს მთავრობა

პარლამენტში პრემიერმინისტრობის კანდიდატს უსმენენ, სხდომას 125 დეპუტატი ესწრება

მეორე არხი

საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები პრემიერმინისტრობის კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილს უსმენენ. ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე სამთავრობო პროგრამას წარადგენს.

რიგგარეშე სხდომას 125 დეპუტატი ესწრება. პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება, თუმცა, იმის გამო, რომ ქართული ოცნების სამმა წევრმა მთავრობაში გადაინაცვლა, ხოლო ენმ-ის დეპუტატმა სანდრა რულოვსმა მანდატზე უარი თქვა, ჯერჯერობით, მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობამდე, საკანონმდებლო ორგანოს 146 წევრი ჰყავს.

მინისტრობის კანდიდატებს კვირის განმავლობაში, უკვე მოუსმინეს კომიტეტებში, ასევე, ფრაქციების და უმცირესობა-უმრავლესობის ფორმატში.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში მხოლოდ სამი ახალი სახეა. ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია, ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე და რეგიონული განვითარების მინისტრობის კანდიდატი ზურაბ ალავიძე:
 
  • ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი - გიორგი გახარია.
  • ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი - დიმიტრი ქუმსიშვილი.
  • იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი - თეა წულუკიანი.
  • საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - მიხეილ ჯანელიძე.
  • ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი - ვიქტორ დოლიძე.
  • შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - გიორგი მღებრიშვილი.
  • თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი - ლევან იზორია.
  • სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატი - კახი კახიშვილი.
  • საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი - დავით სერგეენკო.
  • დევნილთა მინისტრობის კანდიდატი - სოზარ სუბარი.
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ქეთევან ციხელაშვილი.
  • ინფრასტრუქტურის და რეგიონული ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი - ზურაბ ალავიძე.
  • ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი - კახა კალაძე.
  • განათლების მინისტრობის კანდიდატი - ალექსანდრე ჯეჯელავა.
  • სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატი - ტარიელ ხეჩიკაშვილი.
  • კულტურის მინისტრობის კანდიდატი - მიხეილ გიორგაძე.

კომენტარები