საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის პირველ ათ თვეში საქართველოს ექსპორტმა $1.7 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით ნაკლებია. ამ მაჩვენებლით საქართველოს ექსპორტი 2011 წელზე ნაკლებია. საქართველოს ათი უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან კი ამ პერიოდში ხუთის ექსპორტი შემცირდა, მათ შორისაა აზოტის სასუქები, სამკურნალო საშუალებები და მსუბუქი ავტომობილები. პერიოდის მანძილზე ყველაზე მეტად 44%-ით სწორედ აზოტოვანი სასუქების ექსპორტი შემცირდა.
იმ ხუთი საქონლის ჩამონათვალი რომელთა ექსპორტიც შემცირდა ასე გამოიყურება:
- ავტომობილების ექსპორტი - $137.9 მილიონი, 10%-იანი კლება
- ფეროშენადნობები - $131.1 მილიონი, 21%-იანი კლება
- მედიკამენტები - $85.5 მილიონი, 22%-იანი კლება
- მინერალური წყლები- $64.8 მილიონი, 3%-იანი კლება
- აზოტოვანი სასუქები - $55.7 მილიონი, 44.6%-იანი კლება
ექსპორტის ზრდა კი ხუთი დასახელების პროდუქტში შეიმჩნევა მათი ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- სპილენძის მადნები - $264.6 მილიონი, 27%-იანი ზრდა
- თხილი - $146.2 მილიონი, 0.8%-იანი ზრდა
- ღვინო - $87.2 მილიონი, 15%-იანი ზრდა
- სპირტიანი სასმელები - $70.1 მილიონი, 35%-იანი ზრდა
- ოქრო - $69.2 მილიონი, 34%-იანი ზრდა
ექსპორტის კლება ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია.





