რუსთავი 2-ის საქმე

უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერები იკრიბებიან

ტაბულა

უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერები იკრიბებიან. როგორც ცნობილია, დღეს იწყებს სასამართლო ტელეკომპანიის საჩივრის განხილვას. 

რუსთავი 2-ის იურისტების შუამდგომლობის მიუხედავად, განხილვას მხარეები არ დაესწრებიან. სასამართლო საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

აქციის მონაწილეები სასამართლოს მოუწოდებენ, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად ქვედა ინსტანციაში დააბრუნოს.


ფოტო: ტაბულა

საქმეს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი და პაატა ქათამაძე განიხილავენ. რუსთავი 2 ასაჩივრებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამას" მიეკუთვნა.

კომენტარები