საქართველოს პარლამენტი

ხოშტარია: არ შეიძლება ტრანსგენდერების მიმართ ის დამოკიდებულება, რაც ნორმად იქცა

არ შეიძლება, ქვეყანაში იყოს ქალების მიმართ ძალადობის ის მასშტაბი, რომელიც უკვე ნორმად იქცა (ზოგადად ოჯახში ძალადობა და ქალების მიმართ ძალადობა). ამას ერთადერთი რამე უნდა - პოლიტიკური ნება. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული პოლიციელები, მაგრამ პრობლემა არის იმაში, რომ თქვენი ენერგია არის მიმართული სულ სხვაგან. არ შეიძლება, სექსუალური უმცირესობების მიმართ, ტრანსგენდერების მიმართ იყოს ის დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვხვდებით და რაც გახდა უკვე ნორმა, არ შეიძლება, ჩვენს თანამოქალაქეებს ეშინოდეთ ქუჩაში გასვლის და ჰქონდათ მუდმივად საფრთხის განცდა.

ენმ-ის დეპუტატი ელენე ხოშტარია პარლამენტის სხდომაზე.

კომენტარები