გაზმომარაგება

ყაზტრანსგაზი: ვაკის და სამგორის 1560 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

http://globe-views.com

ვაკისა და სამგორის რაიონების ნაწილს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. ყაზტრანსგაზ-თბილისის ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

როგორც კომპანიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს 08:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ვაკის რაიონში, ფიქრის გორისა და მიმდებარე ტერიტორიის, კერძოდ: ი. ნიკოლაძის, ფასანაურის, ვ.ანჯაფარიძის, ანანურის, შარაშიძის, შიო მღვიმელის ქუჩების, კოსტავას ქუჩა №54, №58, №60, მელიქიშვილის გამზირი №43, №45, №47-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და მიმდებარედ განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, სულ 960 აბონენტს.

რაც შეეხება სამგორის რაიონს, 09:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა მე-3 მასივის I კვარტლის №1 და №2, ასევე მე-6 კვარტლის №1, №2, №3, №5, №7, №8, №10, №12, №13, №97ვ და საცხენისის ქუჩა №12-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, სულ 560 აბონენტს.

"შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე ყაზტრანსგაზ-თბილისი პასუხისმგებელი არ არის", - აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები