კრიმინალი

შსს: თბილისის აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დავაკავეთ

Police.ge

სამართალდამცველებმა 1974 წელს დაბადებული გ.ც. კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, "გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ც. ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად".

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოფრინდა. გ.ც. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები