შსს

შსს: მარჯანიშვილის ქუჩაზე ოპერატიული ღონისძიება ხორციელდება

ტაბულა

თბილისში, კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე დაახლოებით 2 საათზე მეტია, მანქანის გარშემო გამაფრთხილებელი ლენტია დამაგრებული და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ პოლიცია "ოპერატიულ ღონისძიებას ახორციელებს" და უწყება მოგვიანებით განცხადებას გაავრცელებს. 

აქამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია მკვლელობასთან დაკავშირებით, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაგვიდასტურა.

მანქანას შუშაც აქვს ჩამსხვრეული.


ფოტო: ტაბულა


ფოტო: ტაბულა

კომენტარები