სასამართლო

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეკა ბესელიას მონოგრაფიული ნაშრომის პრეზენტაცია გაიმართა

ეკა ბესელია მონოგრაფიის პრეზენტაციაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მონოგრაფიული ნაშრომის "ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვის პრობლემა საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართა.

მონოგრაფია, რომელიც ბესელიამ სადოქტორო დისერტაციის მასალების საფუძველზე მოამზადა, რეკომენდაციების ჩამონათვალს შეიცავს, რომელიც საქართველოს პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად წარედგინა. 

"მონოგრაფიაში ვეცადე მომეძებნა ამ პრობლემის დასაწყისი, მაგრამ დასასრული სად აქვს არ ვიცი. წარმოდგენილი ნაშრომი ჩემი მოკრძალებული განცდების კრებულია! ეს ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო ძალადობის მსხვერპლი, ასევე ვუძღვნი მათ, ვინც იბრძვის ძალადობის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ხვალ 7 ნოემბერია და ეს მოვლენაც შესულია ამ მონოგრაფიაში, როგორც სისტემური დანაშაულის კონტექსტში განხილული გამოვლინება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მონოგრაფიის ავტორმა მადლობა გადაუხადა თავის პროფესორ-მასწავლებლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ნაშრომის სრულყოფილად მომზადებაში.

მონოგრაფიის პრეზენტაციას პარლამენტის მოქმედი და ახალი წევრები, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე და სამართლის და იურისპრუდენციის საკითხთა ექსპერტები დაესწრნენ.

კომენტარები