არჩევნები 2016

ხუნდაძე: ჩვენი გამარჯვება, როგორც უწმინდესმა ბრძანა, საქართველოს გამარჯვებაა

8 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ყველა ერთად ვაშენებთ ძლიერ სახელმწიფოს. ქართულმა ოცნებამ დიდი გამარჯვება მოიპოვა. ეს გამარჯვება, როგორც უწმინდესმა ბრძანა, საქართველოს გამარჯვებაა. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ სიმტკიცისთვის და თავდადებისთვის, რაც ჩემი და ჩემი გუნდის მიმართ გამოიჩინეთ. ყოველთვის მჯეროდა, რომ მცხეთელები არ გაიყიდებოდნენ. ცდუნებას გაუძლო რაიონის მოსახლეობამაც. თქვენმა სიმტკიცემ გადაარჩინა ქალაქ მცხეთისა და რაიონის მომავალი! ჩვენ გავიმარჯვეთ და არჩევნების მეორე ტურში ეს გამარჯვება საბოლოოდ უნდა გავაფორმოთ! უმორჩილესად გთხოვთ, არ მოტყუვდეთ! რაც არ უნდა გითხრან, რაც არ უნდა შემოგთავაზონ, არ დააბრუნოთ ჩვენი ქალაქი და რაიონი წარსულში.

მცხეთის საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე ამომრჩეველს მიმართავს.

კომენტარები