თიბისი ბანკი

TBC ჯგუფმა სადაზღვევო კომპანია კოპენბურის 100%-იანი წილი შეიძინა

TBC ბანკის სათაო ოფისი
ir.tbcbank.ge

TBC ბანკის ჯგუფმა სადაზღვევო კომპანია კოპენბურის 100%-იანი წილი შეიძინა. TBC-ის ცნობით, გარიგების ღირებულებამ $1.4 მილიონი შეადგინა. ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი კომპანიის შესყიდვით, TBC-ის პროდუქტების პორტფელი გაიზრდება.

სადაზღვევო კომპანია კოპენბურის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ავტოდაზღვევაა. TBC ჯგუფი კომპანიის საფუზველზე ახალი პროდუქტებს გამოუშვებს, ესენია: მოგზაურობის დაზღვევა, უძრავი ქონების სიცოცხლის დაზღვევა, უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა პროდუქტები.

TBC ჯგუფმა ბოლო პერიოდში მრავალი მსხვილი აქტივი შეიძინა, მათ შორისაა ბანკი რესპუბლიკისა და პროგრეს ბანკის შესყიდვაც ამ გარიგებაზე TBC-იმ 315 მილიონი ლარი დახარჯა, შედეგად კი ქვეყანაში უმსხვილესი ბანკი გახდა. ბანკი დღეს მდგომარეობით ქვეყანაში არსებული სასესხო პორტფელის 28%, სასესხო პორტფელის კი 29%-ს ფლობს.
 
TBC ჯგუფი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, ეს ანაკლიის პორტია. პორტის პირველი ეტაპის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.
 
TBC ჯგუფის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. აგვისტოში თიბისიმ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში გადაინაცვლა. დღეის მდგომარეობით, კომპანიის ერთი აქციის ღირებულება 13 გირვანქა სტერლინგს შეადგენს, რაც გასული კვირის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება. ბირჟაზე ყოველდღიურად თიბისი ბანკის  დაახლოებით 152 ათას აქციით ვაჭრობენ.

კომენტარები