უბედური შემთხვევა

კახეთში სამხედროებით სავსე ავტომანქანა გადატრიალდა - დაიღუპა ერთი ჯარისკაცი

კახეთში სამხედრო მოსამსახურეებით სავსე ავტომანქანა გადატრიალდა. შედეგად, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ათობით დაშავდა. მანქანაში სულ 37 სამხედრო იმყოფებოდა. დაშავებულები დედოფლისწყაროს და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები