საკონსტიტუციო უმრავლესობა

გვარამია: ხელისუფლებას ყველანაირი მცდელობა ექნება, რუსთავი 2 გაანადგუროს

საკონსტიტუციო უმრავლესობა განაჩენი იქნება ქართული ოცნებისთვის, იმდენად დიდი გამოწვევა იქნება მათთვის, რომელსაც ვერ უპასუხებენ. ქართული ოცნების სიას თუ გადახედავთ, ეს არის მეორედ მოსვლა. ესენი არიან კომიკური ფიგურები, არაკვალიფიციური, ერთადერთი ნიშნით შერჩეული, რომ ისინი არიან ბრმადმორწმუნე ბიძინისტები. შედგება ეს კონსტიტუციური უმრავლესობა, შეასრულებს ბრმად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის ახალ წესს დაამკვიდრებს და ვადამდე შეიყვანს მას ძალაში და ვადამდე უფლებამოსილებას შეუწყვეტს პრეზიდენტს. ექნება ყველანაირი მცდელობა, რომ გაანადგუროს რუსთავი 2. ჩვენ, უბრალოდ, ჩრდილო კორეა ვხდებით ჩვენი საკონსტიტუციო უმრავლესობით და არაფორმალური ლიდერით

კომენტარები