არჩევნები 2016

ხადური: თქვენ ფიქრობთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ევროპული ძალაა? მე არ ვფიქრობ ასე

რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას - არჩევნებს დაველოდოთ. საქართველოს მოსახლეობა, მისი ამომრჩეველი არის ბრძენი, მათ ნდობა უკვე გამოუცხადეს ქართულ ოცნებას. მე დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში, პირნათლად გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ ნდობას... თქვენ ფიქრობთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ევროპული ძალაა? მე არ ვფიქრობ ასე.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამოქალაქო საზოგადოების მიმართვის შესახებ. ცნობისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი პროდასავლურ პარტიებს სთხოვს, ამომრჩევლებს მეორე ტურებში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდონ და ქვეყანა საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეს აარიდონ.

კომენტარები