უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა არჩევნებში. ამავდროულად, პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სხვა არჩევანი გააკეთა. 8 ოქტომბერს არჩევნები წარიმართა არასამართლიან გარემოში. ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების მხრიდან ძალადობა, ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენებით ჩაშლილი უბნები, იყო ამომრჩევლის დაშინების ფაქტები, შანტაჟი, მოსყიდვა და ა.შ. დღეს ბევრი დასავლური ღირებულებების პარტია ჩამოშორდა საარჩევნო ასპარეზს. შედეგად, შეიქმნა უკიდურესად საშიში მდგომარეობა, როდესაც არაფორმალურ მმართველობასთან ერთად, ვდგავართ ერთპარტიული დიქტატის წინაშე. თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას შექმნის ივანიშვილ-ინაშვილის გუნდი, თუ ჩვენ დავთმობთ პოზიციებს, შემდეგი ოთხი წელი მოიტანს გამოუსწორებელ შედეგებს. ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს დაგვინიშნავს ბიძინა ივანიშვილი; ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ირმა ინაშვილს ვერავინ გაუწევს წინააღმდეგობას. ეს ნიშნავს ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების საბოლოო კრახს! ჩვენ, როგორც ერთადერთ პროდასავლურ პარტიას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია არა მარტო იმ 500 000 ამომრჩევლის წინაშე, ვინც ხმა მოგვცა, არამედ მათ წინაშეც, ვინც მხარი არ დაგვიჭირა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოიყენებს დემოკრატიული ბრძოლის ყველა მექანიზმს და ცხადია, საპარლამენტო ტრიბუნას. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ხელისუფლება არჩევნებს ჩაატარებს სამართლიან გარემოში , მაგრამ მე ბოლომდე ვიბრძოლებ მეორე ტურში, რომ არ დავუშვათ ერთპარტიული დიქტატი და საკონსტიტუციო უმრავლესობა ივანიშვილისთვის. ჩვენი საპარლამენტო ბრძოლა უსამართლობასთან იქნება ძალიან მძიმე და უკომპრომისო.
tbl.ge/1xzi
დაკოპირდა

წერს ენმ-ის წევრი ელენე ხოშტარია Facebook-ზე. შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევა და არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. კენჭისყრა 31-ით 8-ის წინააღმდეგ დასრულდა
ამავე თემაზე
- გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს
- ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული ცნობილია
- ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ
- კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია




