არჩევნები 2016

ხოშტარია: ვაგრძელებთ ბრძოლას, რათა ქვეყანაში დიქტატი არ ჩამოყალიბდეს

მიუხედავად იმისა, რომ გვიწევდა და კიდევ მოგვიწევს ძალიან უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში მონაწილეობა, ჩვენ, პარტია, რომელიც ვგრძნობთ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, ერთადერთი პროდასავლური პარტია დღეს საქართველოში, რომელიც ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, იმ ადამიანების წინაშეც, ვინც ჩვენ არ მოგვცა ხმა, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მტკიცე, უკომპრომისო ბრძოლას პარლამენტში, ასევე მეორე ტურებში, რათა არ მივცეთ საშუალება, რომ საქართველოში არაფორმალურ მმართველობასთან ერთად ჩამოყალიბდეს დიქტატი. რაც შეეხება მსჯელობას, ჩვენ ვართ განვითარებული, დემოკრატიული, ევროპული ტიპის პარტია, რომელშიც არის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, ჩვენ გვაქვს უნარი, რომ მივიღოთ ერთიანი პოზიცია და ყველა ერთად, ჩვენ ვასრულებთ ამ ერთიან პოზიციას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ელენე ხოშტარია პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევა და არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. კენჭისყრა 31-ით 8-ის წინააღმდეგ დასრულდა

კომენტარები