არჩევნები 2016

ფრუიძე: GfK დაკავშირებულია ნაციონალურ მოძრაობასთან

GfK, ის ორგანიზაცია, რომელიც ატარებს რუსთავი 2-ის დაკვეთით ეგზიტპოლებს, არის დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, ამიტომ ქართველ ხალხს არანაირი საფუძველი არ აქვს იმის, რომ ენდოს ამ ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ ეგზიტპოლებს. არც ჩვენ და არც საზოგადოება არ ენდობა ეგზიტპოლებს.

ქართული ოცნების წევრი ირინე ფრუიძე GfK-ის ეგზიტპოლის შედეგებზე, რომლის თანახმადაც, პროპორციული სიით, 5%-იანი ბარიერის გადალახვას 3 პარტია ახერხებს. ესენია ქართული ოცნება - 39.9%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 32.74%, პატრიოტთა ალიანსი - 5.76%.

კომენტარები