არჩევნები 2016

GfK არასრული ეგზიტპოლი: ოცნება - 39.9%, ენმ - 32.74%, პატრიოტთა ალიანსი - 5.76%

გერმანულ-ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია GfK-ის არასრული ეგზიტპოლის თანახმად, პროპორციული სიით, 5%-იანი ბარიერის გადალახვას 3 პარტია ახერხებს. ესენია ქართული ოცნება - 39.9%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  - 32.74%, პატრიოტთა ალიანსი - 5.76%.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათი შედეგებია: ლეიბორიტული პარტია 4.21%, სახელმწიფო ხალხისთვის 3.25%, თავისუფალი დემოკრატები 3.21%, დემოკრატიული მოძრაობა 2.81%, სხვა პარტიები 8.12%.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის რესპონდენტთა 90%-ის პასუხებია დათვლილი.

როგორც ცნობილია, პროპორციული სიით მხოლო 77 დეპუტატი შედის პარლამენტში. 

კვლევის დამკვეთები: შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, სანდრო ეულის 5ა, თბილისი, საქართველო და სამოქალაქო განვითარების ფონდი(ტაბულა), მერაბ კოსტავას 75ბ, თბილისი, საქართველო; პირისპირი მეთოდით გამოკითხულია 10 000 ადამიანი; არის ფასიანი გამოკითხვა; გამოკითხვის შემსრულებელი ორგანიზაციაა GfK Customs Research, LLC. მისამართი: 200 Liberty street, New York, NY. 10281, Tel: +1 212 240 54; გამოკითხვის თარიღი: 8 ოქტომბერი; საველე სამუშაოები ჩაატარა BCG-იმ; გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება - რომელ პოლიტიკურ პარტიას მიეცით ხმა?; ალოკაციის მიზნით, გამოყენებულ იქნა შემდეგი ინფორმაცია, რესპონდენტის სქესი, ასაკი, აგრეთვე, რესპონდენტის შეფასებით, ანკეტაში ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელი დგას ყველაზე მწვავედ ქვეყნის წინაშე და, მისივე აზრით, ქვეყანაში მოვლენები სწორი თუ არასწორი მიმართულებით ვითარდება; ცდომილების სტანდარტული ფარგლები, შერჩევის ზომიდან და 95%-იანი სანდოობიდან გამომდინარე, არ გადააჭარბებს +/- 1.5%-ს; ცდომილების სტანდარტული ფარგლები არ არის გამოკითხვის სიზუსტის ინდიკატორი, ვინაიდან მასზე გავლენას ახდენს სხვა ფაქტორები, მაგალითად, ისეთი როგორიც არის თანამშრომლობის დონე რესპონდენტთა მხრიდან. უარი პასუხზე 33%-მა თქვა.

კომენტარები