არჩევნები 2016

HRIDC: ქეშალოში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ამომრჩევლებს კაბინაში მიჰყვება

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, მარნეულის 35-ე საარჩევნო ოლქის, ქეშალოს 38-ე საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გაზანთერ ალიევი ერთ-ერთ ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა და მიუთითა, თუ ვინ შემოეხაზა სიაში. ადამიანის უფლებათა ცენტრმა მას მოუწოდა, დაეტოვებინა კაბინა, მაგრამ ამომრჩეველს უკვე შემოხაზული ჰქონდა მოადგილის მიერ მითითებული კანდიდატი.

"დამკვირვებელი, რომელიც დილიდან იმყოფება 38-ე უბანზე აღნიშნავს, რომ კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მხრიდან ეს ქმედება არაერთგზის განმეორდა, რაზეც დამკვირვებელმა დაარეგისტრირა საჩივარი" - აცხადებს HRIDC.

კომენტარები