არჩევანი, რომელსაც ხვალ ვაკეთებთ, არ არის არჩევანი კარგსა და უკეთესს შორის, ეს არის არჩევანი კარგსა და ცუდს შორის. ჩვენ ან ავირჩევთ ქართულ ოცნებას და მომავალი 4 წელი ვიქნებით უკუსვლაში, უპერსპექტივობაში, უიმედობაში ან გავაკეთებთ სხვა არჩევანს და მომავალი 4 წელი ვიქნებით განვითარებულ საქართველოში. ეს სხვა არჩევანი ჩვენთვის არის ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ გვაქვს კომპეტენცია, ჩვენ გვაქვს ცოდნა, რომ ვიყოთ უკეთესები. გპირდეპით, რომ ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ საქართველო იქნება ქვეყანა, სადაც წერტილი დაესმევა დაპირისპირებას და შურისძიებას. მთელი ჩემი გუნდის სახელით გპირდებით, რომ არ იქნება ანგარიშსწორება არც ერთი ადამიანის მიმართ და არავინ დაიჩაგრება მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო. არც ერთი ბიზნესმენი, არც ერთი უბრალო მოქალაქე არ დაიჩაგრება იმის გამო, ვის მხარეს იდგა ის ამ 4 წლის განმავლობაში
tbl.ge/1xjn
დაკოპირდა

ენმ-ის ლიდერი დავით ბაქრაძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში
ამავე თემაზე
- გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს
- ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული ცნობილია
- ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ
- კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია




