გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

ბოკერია: ძალიან სახიფათო დროში გვაბრუნებენ

საბედნიეროდ, რამდენიმე დღეში ეს ხელისუფლება დამთავრდება და ამის შემდეგ, როგორც გივიმ თქვა თვითონ, პოლიციამ ნორმალურად, მიუკერძოებლად უნდა გამოიძიოს ეს ძალიან მძიმე და სახიფათო დანაშაული. სახიფათო არა გივისთვის ან ჩვენთვის, არამედ ქვეყნისთვის. ჩვენ ახლა არ შეიძლება, რომ გვქონდეს რაიმე ვერსია, ამ რამდენიმე ხნის მერე და არც გვაქვს ტექნიკური ინფორმაცია, მაგრამ რაც ვიცით ნამდვილად, ვიცით ვინ არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი იმაზე, რომ ქვეყანა ასეთ სახიფათო ზღვარზეა, მეტი რომ არ ვთქვათ, და ეს არის ივანიშვილი და მთელი მისი გუნდი ამ მარიონეტების. ის მიზანმიმართულად მთელი 4 წელი ანგრევდა ინსტიტუტებს, თესავდა სიძულვილს, ძალადობას. ამ ინსტიტუტებს, კერძოდ, სპეცსამსახურებს იყენებდა არა თავის დანიშნულებით, არამედ მხოლოდ ოპონენტების დევნისთვის და გვაქვს არაერთი ფაქტი ძალადობის, დაუსჯელობის, აღარ მინდა ეხლა ჩამოვთვალო, ეს ყველაფერი ცნობილია საზოგადოებისთვის, ამიტომაა უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ძალიან მკაფიოდ და ძალიან მშვიდობიანად რამდენიმე დღეში ეს ხელისუფლება დავამთავროთ და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასე მოხდება. ჩვენ ამ უფსკრულიდან ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ ყველამ ერთად და დავაყენოთ ნორმალური განვითარების გზაზე. თორემ, ისე რასაც ვხედავთ, ჩვენ ძალიან სახიფათო დროში გვაბრუნებენ, ბოლო დღეების ყველა მოვლენა ამაზე მიუთითებს.

ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია გივი თარგამაძის აფეთქებაზე, რა დროსაც, ოთხი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები