გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

ბოკერია: ამ ვითარების შექმნაში განაჩენგამოტანილია ივანიშვილი

პირველ რიგში, მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო იმ ადამიანებს, ვინც დაშავდნენ. ეს არის კიდევ ერთი დასტური, საით მიჰყავს ივანიშვილს ქვეყანა. იმ დროში გვაბრუნებს, სადაც არ გვიკვირდა ხოლმე ეს უბედურებები. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის იმათი პრობლემა, ვის წინააღმდეგაც იყო თავდასხმა მიმართული. ყველამ იცის, გივი თარგამაძეს ვისთან ჰქონდა პოლიტიკური დაპირისპირება - ეს იყო სუს-ი და მისი უფროსი გოგაშვილი, ეს საჯაროდ ცნობილი ამბავია. რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვმიტანილებად ჩავთვალოთ ისინი. მაგრამ იქამდე, სანამ მოგვეცემა რამის თქმის საშუალება, ამ ვითარების შექმნაში განაჩენგამოტანილია ივანიშვილი და მისი გუნდი, რომლებმაც მთელი ეს 4 წელი ანგრიეს ინსტიტუციები, ძალადობის ჩადენაში გაატარეს და ინსტიტუტები, სუს-ით დაწყებული, აქციეს საკუთარ მარიონეტებად პოლიტიკური ამოცანებისთვის. კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ერთად ქვეყნის მართვის მცდელობამ მიგვიყვანა ამ ვითარებამდე, იმისდა მიუხედავად, რა გაირკვევა, კერძოდ, რომელი სტრუქტურა თუ ადამიანი იყო ჩართული.

ენმ-ის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით. დეპუტატის გარდა, მანქანის გარეთ მყოფებიც დაშავდნენ.

კომენტარები