არჩევნები 2016

ხუხაშვილი: ენმ-ს შეუძლია, შექმნას ხელისუფლების დელეგიტიმაციის საფუძველი

8 ოქტომბერს საარჩევნო პროცესი კი არ მთავრდება, იწყება ხანგრძლივი კრიზისული პერიოდი, როცა, თუ ორპოლუსიანი სიტუაცია მივიღეთ, ნაციონალურ მოძრაობას აქვს საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური მანევრი, რომ, უბრალოდ, უარი გამოაცხადოს პარლამენტში შესვლაზე. ამით ის შექმნის საფუძველს, რომ მოხდეს ხელისუფლების დელეგიტიმაცია. ჩვენ გვეყოლება ძალიან ბევრი უკმაყოფილო პარტია და გვექნება არა ორპოლუსიანი კრიზისი, არამედ მრავალპოლუსიანი. თუნდაც რომელიმე პარტიამ დაიწყოს, რომ არჩევნები გაყალბდა და არჩევნების ხელმეორედ ჩატარება მოითხოვონ. ხელისუფლება რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ამ დროს - ყველაფერი გააკეთეს, რომ ხიდები ჩაეტეხათ მთელს პოლიტიკურ ელიტასთან; სამოქალაქო საზოგადოებას ლამის დედა აგინეს; ყველა კვლევა აჩვენებს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ბევრია, ორი პარტიის[ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა] ჯამური რეიტინგი კი 45%-ს არ სცდება, მათ არცერთი არ მოსწონთ - ხელისუფლებამ ამ ხალხს მავნებლები, შუაშისტები უწოდა. ფაქტობრივად, ვიღებთ სურათს, როდესაც ერთი გატლეკილი ქართული ოცნება აღმოჩნდება ყველას პირისპირ, ამის შემდეგ უკვე მნიშვნელობა არ აქვს, 70%-იც რომ მიიღოს, ის ვერ შეიძენს ლეგიტიმაციას, ვერ გაიმყარებს ძალაუფლებას. ის იქნება დელეგიტიმირებული საზოგადოების ყველა ნაწილში. კრიზისი თუ მრავალპოლუსიანი განვითარდა, მისი გადალახვა შეუძლებელია. 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა.

კომენტარები