არჩევნები 2016

პრემიერი: ჩვენ გვჭირდება გულით მოცემული ხმები და ჭეშმარიტი ნდობა

ჩვენთვის მთავარია თითოეული ადამიანის ღირსება და ის, რომ საქართველოში აღარ იყოს უდანაშაულოდ დაჩაგრული ადამიანი, ის, რომ საქართველოში არცერთი ბავშვის ცრემლი არ დაიღვაროს. ის, რომ საქართველო კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს. ჩვენ გვაქვს ქვეყნის დიდი აღმშენებლობის ამბიციური გეგმები, ამიტომ, გვჭირდება თქვენი მანდატი. ჩვენ არ გვჭირდება გაყალბებული არჩევნები, ჩვენ გვჭირდება გულით მოცემული ხმები, ჩვენ გვჭირდება ჭეშმარიტი ნდობა იმისათვის, რომ მერე ეს ნდობა მივიტანოთ ღირსეულად 2020 წლამდე და გავამართლოთ.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდუბის რაიონში, მაჟორიტარი კანდიდატების ილია წულაიას და ზაზა პაპუაშვილის წარდგენისას.

კომენტარები