მინდა, თანაგრძნობა გამოვუცხადო დაღუპულის ოჯახს. ეს იყო მართლაც ძალიან დიდი ტრაგედია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მკვლელობა ჩაიდინა ქართული ოცნების აქტივისტმა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მთელ პოლიტიკურ ძალას, ქართულ ოცნებას დავდოთ ამაში ბრალი, როგორც ეს თავის დროზე ძალიან სამარცხვინოდ გააკეთეს ქალბატონმა ბერიკაშვილმა და ქართული ოცნების მაშინდელმა წევრებმა. ბარბარე რაფალიანცის მკვლელობას ვგულისხმობ. ეს არ არის სწორი მიდგომა და ადამიანი, რომელმაც ეს მკვლელობა ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს, ეს ცალსახად მინდა, რომ გამოვკვეთო. თუმცა, აქვე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას ეკისრება იმ გარემოს გამო, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ესაა გარემო, რომელშიც კრიმინალი გაძლიერებულია. ესაა გარემო, რომელიც „გაგებით მოკიდების" პოლიტიკის შედეგია, რომელიც ივანიშვილმა დააანონსა. ესაა გარემო, რომელშიც ადამიანებს შუა ქუჩაში კლავენ, მათ შორის, კალაშნიკოვით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ესაა შედეგი ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან შეურაცხმყოფელი იყო როგორც ქართული ოცნების კონკრეტული კანდიდატის, ისე შსს-ს მხრიდან დამოკიდებულება, რომლებმაც იმის მაგივრად, რომ ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და პრობლემაზე ესაუბრათ და მიესამძიმრებინათ, დაიწყეს იმის გარკვევა და იმაზე ჰქონდათ მთელი აქცენტი, თუ კონცერტიდან რამდენი მეტრის მოშორებით მოხდა ეს მკვლელობა. ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან სამარცხვინო საქციელი.
tbl.ge/1wwx
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგი კაპანაძე ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობაზე. ფონიჭალაში არასრულწლოვანი სასიკვდილოდ მაშინ დაჭრეს, როდესაც იქვე ქართული ოცნების კონცერტი მიმდინარეობდა.
ამავე თემაზე
- ბათუმში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ზუგდიდში, კაცი მოკლა, მის ცოლს კი თავზე დაზიანება მიაყენა - 1 პირი დააკავეს
- სადგურის მოედანზე კაცი მოკლეს
- ლოს ანჯელესში ქართველი კაცის მკვლელობისთვის სამი ქართველი დააკავეს
- POG: დანით დაზიანებები მიაყენა – ყაზბეგში მომხდარ მკველობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა




