არჩევნები 2016

ODIHR: საარჩევნო კამპანიის ტონი კონფრონტაციულია

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო კამპანიის ტონი კონფრონტაციულია, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთმანეთს სდებენ ბრალს საარჩევნო პროცესში კონფრონტაციული გარემოს გამწვავებაში.

"ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირებლო მისიისთვის ცნობილი გახდა და, ასევე, მედიაშიც მთელი რიგი ინციდენტები გაშუქდა, როგორიცაა შეხლა-შემოხლა კამპანიის მონაწილეებს შორის, პარტიის ოფისების და კამპანიის მასალების დაზიანება. იმის მიუხედავად, რომ ბევრი საქმის მიმართ გამოძიება აღიძრა, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ღრმა უნდობლობა გამოხატა სამართალდამცავი უწყებების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირებლო მისიამ მთელი რიგი ბრალდებები მოისმინა ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის შესახებ, რაშიც შედიოდა კამპანიის ღონისძიებებზე დასწრების მოთხოვნა და კამპანიაში მონაწილე პერსონალის დაშინება" - ნათქვამია ანგარიშში.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია 30 აგვისტოს გამოაგზავნა. სადამკვირვებლო მისია, რომელსაც ელჩი ალექსანდრე კელჩევსკი ხელმძღვანელობს, თბილისში მოქმედი 12 წევრიანი ძირითადი გუნდისა და 26
გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება. მისიის წევრები ეუთოს 21 წევრი ქვეყნებიდან შეირჩა.

კომენტარები