არჩევნები 2016

ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

ენმ

ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე მისულ მოსახლეობას პარტიის წევრებმა დავით ბაქრაძემ, სანდრა რულოვსმა და ნიკა მელიამ მიმართეს.

"ამ მიწამ, რეგიონმა, ქალაქმა, მხარემ, თითოეულმა თქვენგანმა საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ყოველთვის ღირსეული სიტყვა თქვა. ასე იყო 90-იან წლებში, ასე იყო 2003 წელს და ასე იქნება, რა თქმა უნდა, 8 ოქტომბერს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე, მაგრამ განსხვავება იქნება კიდევ უფრო დიდი, ვიდრე ოდესმე ყოფილა არჩევნებიდან არჩევნებამდე. ეს იქნება არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის გამარჯვება და ამას ჩვენ არ დავუშვებთ, ეს იქნება თითოეული თქვენგანის გამარჯვება - ჩვენი მეზობლების, ნათესავების, თანასოფლელების, თანაქალაქელების, რომლებიც შეიძლება, არ გვეთანხმებიან, არ იზიარებენ ჩვენს პოლიტიკურ მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენები არიან. მათ, ვისაც გვინდა ეს გამარჯვება ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვისაც გვინდა და ჩვენ საკუთარ თავზე მაღლა უნდა დავდგეთ, ვაჯობოთ ყველას და ყველაფერს. მათაც მივუძღვნათ ეს გამარჯვება, ვიხსნათ ბიძინა ივანიშვილის კლანჭებისგან", - თქვა ნიკა მელიამ.

კომენტარები