არჩევნები 2016

ენმ რუსთავის მუნიციპალიტეტს რესტორანში 12 ათასის გაფლანგვაში ადანაშაულებს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით კირკიტაძე რუსთავის ადგილობრივ თვითმმართველობას საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებს. დავით კირკიტაძის განცხადებით, ქალაქის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებმა, ოცნების აქტივისტებთან ერთად, ერთ-ერთ რესტორანში ბიუჯეტიდან 12 000 ლარზე მეტი გადაიხადეს. კირკიტაძემ რესტორანში შეკრებილი მაღალჩინოსნების ვიდეოც გაავრცელა.

"გუშინ, მაღალი თნამდებობის პირებმა, გუბერნატორმა, მერმა, ვიცე-მერებმა, საკრებულოს თავმდჯომარემ და სხვებმა ბიუჯეტის თანხით იქეიფეს და 12 199 ლარი დახარჯეს. ეს მაშინ, როცა დახმარების სათხოვნელად მისულ მოქალაქეებს ცივი უარით ისტუმრებენ. ეს არის ამაზრზენი და მათ თავგასულობას და არაკომპეტენტურობას ადასტურებს,“- ამბობს დავით კირკიტაძე.

რესტორანში გადახდის ქვითარი
ფოტო: ენმ


ფოტო: ენმ

რუსთავის მერი დავით ჯიქია


ფოტო: ენმ

კომენტარები