ევროკავშირი

ბრატისლავაში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი იწყება

Reuters

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი იწყება. ეს იქნება პირველი სამიტი, რომელიც დიდი ბრიტანეთის გარეშე ჩაივლის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები მაქსიმალურად გულწრფელები და ფხიზლები უნდა იყვნენ ევროკავშირის პრობლემებზე საუბრისას.

გავრცელებული ცნობებით, შეხვედრის მთავარი თემა, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება არ იქნება, თუმცა ევროკავშირი ბრიტანეთის გარეშე ცხოვრებაზეც იმსჯელებს.

შეხვედრის მთავარი თემა კი, ევროკავშირისადმი ნდობის გაძლიერება და მიგრანტების კრიზისი იქნება. საუბარი იქნება ევროპული თავდაცვითი ფონდის შექმნაზეც. საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივ წინადადებაზე 2 დღის წინ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმაც ისაუბრა. ისინი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას უჭერენ მხარს.

კომენტარები