არჩევნები 2016

ვაქირში "ოცნებისა" და ენმ-ის მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

რუსთავი 2

სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ენმ-ის მხარდამჭერებს საარჩევნო პლაკატების ჩამოხევაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიის აქტივისტები ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაპირისპირებული მხარეები გუშინ საღამოს წნორის პოლიციაში გამოკითხეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებული.

კომენტარები