რუსთავი 2

პრემიერი დაცვის სამსახურს: რუსთავი 2 გააჩერეთ

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

"რუსთავი 2 გააჩერეთ!" - ასე მიმართა საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დაცვის სამსახურს მაშინ, როცა კურიერის გადამღები ჯგუფი მისგან შს მინისტრის განცხადების შეფასებას ითხოვდა. იქამდე, პრემიერმა თქვა, რომ "მინისტრი რასაც საუბრობდა, აქვს საფუძველი".

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, "რიგი პარტიები" საარჩევნო პროვოკაციების მოწყობას აპირებენ. დამატებით დეტალებზე გიორგი მღებრიშვილს არ უსაუბრია. 

კომენტარები