საქართველოს მთავრობა

პრემიერმა კახა კალაძის და ოთარ დანელიას შემცვლელებად მათი მოადგილეები წარადგინა

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრები დანიშნა.

კახა კალაძის ნაცვლად პოსტს მისი მოადგილე ილია ელოშვილი დაიკავებს, ხოლო ოთარ დანელიას შემცვლელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი იქნება. 

ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა თანამდებობები დღეს დატოვეს. ოთარ დანელიას და კახა კალაძეს გადადგომას კანონმდებლობა ავალდებულებდათ, რადგან ისინი საპარლამენტო არჩევნებში იყიან კენჭს.

კომენტარები