ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეაში სარკაზმი აკრძალეს

Reuters

ჩრდილოეთ კორეაში სარკაზმი აიკრძალა. ხელისუფლებამ ხალხს მოუწოდა, კიმ ჩენ ინსა და მის რეჟიმზე სარკასტული კომენტარების გაკეთებისგან თავი შეიკავონ - როგორც საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლისას, ასევე ყოველდღიურ საუბრებში.

აზიური მედიის ცნობით, სარკაზმთან ერთად აიკრძალა მთავრობის ირიბი კრიტიკაც. მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე გააფრთხილეს.

გავრცელებული ცნობებით, სახელმწიფო დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სპეციალური შეხვედრაც კი მოაწყო მოქალაქეებთან, რათა აღნიშნული აკრძალვა ხალხისთვის პირადად შეეტყობინებინა.

კომენტარები