თბილისის მერია

მერია 13 ივნისის სტიქიის შემდეგ დაგებული ასფალტის საფარს თავიდან აგებს

ტაბულა

თბილისის მერია 13 ივნისის სტიქიის შემდეგ დაგებული ასფალტის საფარს თავიდან აგებს. წყნეთი-ბაგების გზაზე დაახლოებით ექვსასმეტრიანი გზის საფარი გუშინ აყარეს. მუშების თქმით, ასფალტი ძლიერმა სიცხემ და სატვირთო მანქანებმა დააზიანა, რის გამოც, აღდგენითი სამუშაოები გახდა საჭირო.

სამუშაოები სხვა მიზეზით ახსნეს დედაქალაქის მერიაში. მათი თქმით, ასფალტის ხელმეორედ დაგება გზაზე არსებული სამი საყრდენი კედლის სამშენებლო სამუშაოების გამო გახდა საჭირო.

მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები სამ დღეში დასრულდება.

კომენტარები