შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ჩვენი ტოლერანტობა ევროპას შეგვიძლია მივუტანოთ, როგორც ბრილიანტი

[მეჩეთის მშენებლობა] 20 და 30 მილიონიც რომ დაჯდეს, მე მზად ვარ, დავაფინანსო... საოცრად მიყვარს ჩვენი მუსლიმები. ისევ მთის აჭარას გავიხსენებ, საოცრად დაბალანსებული ხალხია. თუ ნახავთ ჩემს მიმართვას საზოგადოებისადმი, რომელიც 2-3 თვის წინ დავწერე, ძირითადი სწორედ ეს მქონდა ჩადებული, რომ ის ტოლერანტობა, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოში... მე არ მინდა სხვა ქვეყნებს გადავცდე, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობთ გვერდიგვერდ ძმურად და არ ვიცით ძალიან ხშირად, ის მუსლიმია თუ ქრისტიანია. ჭეშმარიტი ტოლერანტობა საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სისხლშია. ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის დროს, ის თვითონ მიდიოდა და მეჩეთში მოილოცებდა. ეს კითხვა, ძალიან გთხოვთ, არ გაამძაფროთ. არ დგას ეს მძაფრად. რა თქმა უნდა, იქნება მეჩეთის აშენების შემთხვევები, ასეთივე პრობლემები შეიძლება იყოს ქრისტიანული ან სხვა ტიპის ეკლესიის აშენებისას. რეალურად ასეთი ტიპის ტოლერანტობა ჩვენი სიმდიდრეა და შეუძლიათ სხვებმა ისწავლონ. ევროპას შეგვიძლია ჩვენ ის მივუტანოთ, როგორც ბრილიანტი. მაღალმთიან აჭარაში არის არატიპიური, რელიგიური სკოლა - ნახევარი უჭირავთ მართლმადიდებლებს, ნახევარი უჭირავთ მუსლიმებს. თბილისშიც აღმოჩნდა, ლოტკინზე, ასეთი სკოლა. მსგავსს მსოფლიოში ვერ ნახავთ ვერსად. მე როდესაც ვხვდები უცხოელებს, პირველი ამას ვეუბნები - აი, ამით ვართ ჩვენ მდიდარი. ხედავთ, ევროპაში რაც ხდება ამ მიმართულებით, ხომ? საერთოდ მსოფლიოში ძალიან დიდი დაძაბულობაა. ასეთ დაბალანსებულ ურთიერთობას ვერ ნახავთ ვერცერთ სხვა კუთხეში და ამას ნუ წარმოვაჩენთ ისე, თითქოს, ჩვენ ვინმეს ვჩაგრავთ.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", GDS-ის ეთერში.

კომენტარები