რესტორანი

"რესტორანი" პირველი ქართული რეალითი შოუა, რომელიც უცხოურ ბაზარზე გავიდა

ტაბულა/რესტორანი
ტელეკომპანია "ტაბულას" რეალითი შოუ "რესტორანი" უცხოურ ბაზარზე გავიდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში გადაღებული რეალით შოუს უცხოურ ეთერში უჩვენებენ. 15 ეპიზოდიანი პროგრამა რუსულმა კულინარიულმა არხმა "კუხნია ტვ"-იმ შეიძინა, მის ეთერში "რესტორანის" პირველი სერია უკვე გავიდა.
 
საქართველოში კულინარიული ტიპის რეალითი შოუ პირველად ტაბულამ გადაიღო. შოუში კულინარიული აკადემიის 20 სტუდენტი მონაწილეობდა. მისი გამარჯვებულები კვალიფიკაციის ასამაღლებლად იტალიაში, პოზიტანოში გაემგზავრნენ.
 
"რესტორანი" ტაბულას ეთერში 2014 წელს გავიდა. შოუს სერიების ნახვა ტაბულას ვებგვერდზე არის შესაძლებელი. 

კომენტარები