ჩვენ არ გვაქვს ნაპრალი მოსახლეობასთან, ჩვენ ისეთივე რიგითი ადამიანები ვართ, როგორც თითოეული თქვენგანი, ამიტომ ჩვენ კარგად ვაფასებთ ყველაფერს, რაც კეთდება ამ ქვეყანაში. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვაპირებთ მომავალი 4 წლის გავლას და სწრაფი ნაბიჯებით, მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ცვლილებებით ეკონომიკაში, განათლების სისტემაში, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციით... მომავალი 4 წლის განმავლობაში 5 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს დამატებით, ვიდრე დღეს ხმარდება ინფრასტრუქტურას. ჩვენ ამას გავაკეთებთ, ეს არის შესაძლებელი და ამის კონკრეტული გეგმა გაგვაჩნია. არჩევნების მეორე დღიდანვე ჩვენ დავიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას.
tbl.ge/1uiq
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნების ხაშურის მაჟორიტარი კანდიდატის ვალერი გელაშვილის წარდგენისას.
ამავე თემაზე
- გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს
- ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული ცნობილია
- ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ
- კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია




