არჩევნები 2016

ნოდია: ბურჭულაძის ბლოკმა შესაძლოა, უფრო მეტად ქართულ ოცნებას წაართვას ხმები

წინასაარჩევნოდ კოალიციაში შესვლა, გარკვეულწილად, პარტიების მხრიდან სისუსტის აღიარებაა - ე.ი. მათ არ აქვთ დამოუკიდებლად წარმატების მიღწევის იმედი. ამ სამეულის - გირჩი, ვაშაძე, ახალი მემარჯვენეებისგან ეს სრულიად ლოგიკურია იმიტომ, რომ მათ, პრაქტიკულად, არ ჰქონდათ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი. ბურჭულაძეს, როგორც ჩანს, ჰქონდა ეს შანსი, ამიტომ, მისგან ნაკლებად ლოგიკური იყო, რატომ დასთანხმდა ლოკომოტივის როლი შეესრულებინა კიდევ 3 პარტიისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, მისი რეიტინგიც ან დაეცა, ან არ გაზრდილა. არ მგონია, რომ ეს გაერთიანება ბიძინა ივანიშვილის ხეზე ასხამდეს წყალს. ბურჭულაძე მაინც ძირითადი ხმების მომტანია და, მგონი, ის შედარებით ნაკლებად ართმევს ხმებს ნაციონალურ მოძრაობას. შეიძლება, უფრო მეტად ქართულ ოცნებას წაართვას ხმები. ადამიანები, რომლებიც ყოყმანობენ, ქართულ ოცნებას მისცენ ხმა თუ არა, შეიძლება, მათ უფრო წაართვას ხმა, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას.

პოლიტოლოგი გია ნოდია პაატა ბურჭულაძისა და "ვაშაძე-ჯაფარიძე - ახალი არჩევანის" გაერთიანებაზე ტაბულასთან საუბარში.

კომენტარები