არჩევნები 2016

8 ოქტომბერს რამდენიმე მუნიციპალიტეტში გამგებლის და მერის არჩევნები გაიმართება

2016 წლის 8 ოქტომბერს ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებიც გაიმართება. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკვე გამოსცა.

განკარგულების კონტრასიგნაცია პრემიერმინისტრმა უკვე მოახდინა.

როგორც ცნობილია, 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება.

კომენტარები