სამართალდამცველებმა 1995 წელს დაბადებული ა.ხ. და 1988 წელს დაბადებული ლ.ფ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დუშეთის რაიონის სოფელ უკანხადუში მდებარე სალოცავი გაქურდეს.
"სამართალდამცველებმა სალოცავიდან მოპარული ნივთები - ვერცხლის სხვადასხვა სახის 79 ნაკეთობა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს" - აცხადებს შსს და განმარტავს, რომ გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით).





