არჩევნები 2016

ვაკის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ზურა შარია 1000 ლარით დააჯარიმეს

plus.google.com

ვაკის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურა შარია საჯარო სამსახურის ბიურომ 1000 ლარით დააჯარიმა.

საჯარო სამსახურის ბიუროს ცნობით, კანდიდატად დარეგისტრირებიდან 1 კვირის ვადაში შარიას ქონებრივი დეკლარაცია უნდა წარედგინა. შარიას თქმით, ამის თაობაზე ის ინფორმაციას არ ფლობდა, თუმცა საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, შარიას გაფრთხილება არც ერთი უწყების ვალდებულება არ ყოფილა.

"დამოუკიდებელ კანდიდატს, როდესაც დაფინანსება არ გაქვს სახელმწიფოს მხრიდან და პირდაპირ 1000 ლარს გადებს ჯარიმას, ცოტა სხვა სახე ეძლევა. აუცილებლად ვგეგმავ გასაჩივრებას იმიტომ, რომ მე არ ვიყავი ინფორმირებული", - განაცხადა ზურა შარიამ.

კომენტარები