არჩევნები 2016

ვოლსკი: ივანიშვილი ყოველთვის ქართული ოცნების დამფუძნებელი და მხარდამჭერი იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთებული განცხადება მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ ვართ წინასაარჩევნო პროცესში და რესპუბლიკურმა პარტიამ, დავით უსუფაშვილმა გადაწყვიტა რესპუბლიკური პარტიის ფორმატში გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა. როგორც კი ის გადმოდის იმ ფორმატში, რასაც რესპუბლიკური პარტია ქვია, მისი დიაპაზონი მნიშვნელოვნად ვიწროვდება და პარტიულ ჩარჩოებში ექცევა. ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების მხარდამჭერი და დამფუძნებელია, ეს ყველამ იცის. ამასთანავე, მას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. ივანიშვილი ისედაც წასულია პოლიტიკიდან. ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების დამფუძნებელი და მხარდამჭერი იქნება ყოველთვის. ის დოზა, რითიც იგი მუშაობდა ამ მიმართულებით, როდესაც პრემიერმინისტრი იყო, რასაკვირველია, შეუდარებლად მცირეა იმასთან შედარებით, რასაც დღეს აკეთებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი დავით უსუფაშვილის განცხადებაზე.

კომენტარები