არჩევნები 2016

აუდიტის სამსახური პრემიერის მიერ წყვილისთვის ბეჭდის გადაცემის ფაქტს სწავლობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სამართლიანი არჩევნების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა დაიწყო. Isfed-ის ცნობით, შუამთობის დღესასწაულზე პრემიერმინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალდაქორწინებულ წყვილს ოქროს ბეჭდები აჩუქეს, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა.

„გამოვითხოვთ დეტალურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტიდან. სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დადგენა, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონდარღვევას", - განაცხადა პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა.

კანონმდებლობის თანახმად, თუ პარტიის წარმომადგენლის მიერ მოქალაქისთვის გადაცემული საჩუქრის ღირებულება 100 ლარს არ აღემატება, ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და გულისხმობს პირის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების ათმაგი ოდენობით. ხოლო თუ გადაცემული საჩუქრის ღირებულება აღემატება 100 ლარს, ქმედება შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

კომენტარები