სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

იზორია: სუს-ის წარმომადგენლის ინსტიტუტს მხარს „რესპუბლიკელებიც" უჭერდნენ

არსებობს უტყუარი ფაქტი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ინსტიტუტს მხარს „რესპუბლიკელებიც" უჭერდნენ. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით აქტიურად ვახტანგ ხმალაძესთან ვთანამშრომლობდით, მისი რეკომენდაცია გავითვალისწინეთ. თანაც ეს არ გახლდათ ლევან იზორიას, ან რომელიმე ერთი პარტიის გადაწყვეტილება - ცვლილება კოალიცაიამ მიიღო. ასევე სიცრუეა, თითქოს ვინმე თავდაცვის სამინისტროში "ოდეერის" დანიშვნას ითხოვდა. თუ რომელიმე უწყებას სურს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ჰყავდეს, შესაბამისი ხელშეკრულება ფორმდება. ამ ყველაფერს ცივილიზებული ფორმა აქვს, ისევე როგორც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში და თავზე არავისთვის მოგვიხვევია, გინდა თუ არა, ჩვენი წარმომადგენელი უნდა გყავდეთო. ან საერთოდ რას ნიშნავს ტერმინი "ოდეერი"?! მსგავსი ცნება დიდი ხანია აღარ არსებობს. საზოგადოებამ განსაჯოს, თუ „რესპუბლიკელები" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგნი იყვნენ, ამაზე თანამდებობის დატოვების შემდეგ რატომ ალაპარაკდენ.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები