არჩევნები 2016

აქცია ენმ-ის ოფისთან - "ენმ-ს ფეთულა გიულენი აფინანსებს"

რუსთავი 2

ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან პარტია "ჩვენი სამშობლოს" წევრებმა აქცია გამართეს. მათ ადგილზე მიხეილ სააკაშვილისა და თურქი სასულიერო ლიდერის ფეთულა გიულენის ფიტულები დაწვეს. ტრისტან წითელაშვილი, გია კორკოტაშვილი და მათი თანამოაზრეები ამტკიცებენ, რომ ენმ-ს ფეთულა გიულენი აფინანსებს.

აქციის წევრები მოითხოვენ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაუქმდეს. 

ოფისთან დაპირისპირებაც მოხდა. აქციაზე "ჩვენი სამშობლოს" ერთ-ერთი წევრი წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების მოსაზრებით, აქცია მართულია და მის მოწყობაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ.

ფეთულა გიულენი ამჟამად პენსილვანიაში ცხოვრობს. მას თურქეთი გადატრიალების მოწყობის მცდელობაში სდებს ბრალს.

კომენტარები