რელიგიური შეუწყნარებლობა

რელიგიური ექსტრემისტი, რომელიც ტვ კავკასიაში შეიჭრა, დიაკვნად აკურთხეს

ავთანდილ ზუმბაძე

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან აფილირებული რადიკალური ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული წევრი, ავთანდილ (ფოტი) ზუმბაძე დიაკვნად აკურთხეს. ზუმბაძე 2010 წელს, ტელეკომპანია კავასიაში შეჭრის, ჯგუფური ხულიგნობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით სასჯელს იხდიდა.

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ზუმბაძე იმავე საქმეზე ბრალდებულ სხვა პირებთან ერთად, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.

ახლადნაკურთხი დიაკონი, რადიკალური მართლმადიდებლური ჯგუფის მიერ მოწყობილი მრავალი აქციის მონაწილეა.

კომენტარები