საქართველოს მთავრობა

უსუფაშვილი: ახალი მინისტრების დანიშვნაზე პრივილეგიაც და ტვირთიც პრემიერისაა

პრემიერმინისტრის ხედვა იყო ასეთი, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს სჯობდა სხვა პარტიის წარმომადგენლები არ ყოფილიყვნენ მთავრობაში. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, პრემიერი შეარჩევს ისეთ კანდიდატებს, რომლებიც ყველაზე უკეთ გაუძღვებიან ამ მნიშვნელოვან საქმეებს. ამ თემაზე [თავდაცვისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრების დანიშვნის] პრივილეგიაც და ტვირთიც პრემიერმინისტრისაა. აქ არც პრეზიდენტი, არც პარლამენტი, ოფიციალურად, ამ საქმეში არ ერევა. არაოფიციალურად, კონსულტაციების დონეზე, ეს სხვა თემაა, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, პრემიერმინისტრია ამ საქმეში გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე ადამიანი.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რესპუბლიკელი მინისტრების თანამდებობის დატოვებაზე.

კომენტარები