საკონსტიტუციო სასამართლო

კალაძე პაპუაშვილზე: საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან, როდესაც ქალბატონები ჭორაობენ

მე ძალიან ეჭვი მეპარება, როდესაც ამ განცხადებებს ვისმენ. ეს მე პოლიტიკური სპეკულაციები მგონია, რადგან დღემდე არ მისულა ბატონი პაპუაშვილი პროკურატურაში. მგონია, საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან, როდესაც ქალბატონები ჭორაობენ. ვფიქრობ, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების, რომლებზეც დგას ნებისმიერი ევროპული ქვეყანა და მათ შორის, ჩვენი ქვეყანაც, მიზანმიმართული დისკრედიტაცია და ვფიქრობ, რომ არ არის სწორი ასეთი მაღალი თანამდებობის პირისგან ასეთი განცხადებები.

ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებებზე მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით.

კომენტარები