საკონსტიტუციო სასამართლო

ვოლსკი მოსამართლეებზე ზეწოლაზე: ჩვენს სახელმწიფოში ასეთი არ არსებობს

[გიორგი პაპუაშვილის განცხადება ზეწოლაზე] სახელმწიფოსთან დაპირისპირებული განცხადებაა, ვინაიდან ჩვენს სახელმწიფოში ასეთი არ არსებობს და თუკი არსებობს, მაშინ ის ვალდებულია, წარმოადგინოს რაიმე დამადასტურებელი. ერთხელ საუბრობდა თავისი პირადი ცხოვრების ჩანაწერებზე და მერე თავადვე განაცხადა, რომ ვიღაცამ დადო Facebook-ზე, თუ როგორ იქცევა და თქვა, რომ „ნასვამი ვიყავი" და ამას უწოდა რატომღაც პირადი ცხოვრების ჩანაწერები. შემდეგ იყო კიდევ რაღაც პოლიტიკური განცხადება, რომელიც, ასევე, დაუსაბუთებელი აღმოჩნდა და ვფიქრობ, სამწუხაროა, როდესაც ესოდენ მაღალი თანამდებობისა და პასუხისმგებლობის ადამიანი ესოდენ მკვახე განცხადებებს აკეთებს.

ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი გია ვოლსკი.

კომენტარები