საკონსტიტუციო სასამართლო

პრეზიდენტისა და საკონსტიტუციოს თავმჯდომარის შეხვედრის დრო ზუსტდება

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში შეხვდება. ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის თქმით, „შეხვედრის დრო ზუსტდება".

გიორგი აბაშიშვილი იმედოვნებს, რომ პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ ამჯერად მაინც არ მოეკიდება გულგრილად.

„ ბატონმა პაპუაშვილმა რამდენიმე თვის წინ გაკეთა მსგავსი განცხადება და სამწუხაროდ, ამას პროკურატურისგან, როგორც ჩანს, არანაირი რეაგირება არ მოჰყვა. იმედია, ამ შემთხვევაში მსგავსი არ განმეორდება და მსგავსი გულგრილობით არ მოხდება ამ ფაქტის კვლავ გვერდზე გადატანა" - ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.

გიორგი პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ ხუთშაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მან ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან შევედრის სურვილი გამოთქვა.

კომენტარები