ხადური: დეპოზიტი და სესხი სასურველია იმ ვალუტაში, რომელშიც გვაქვს შემოსავალი

ანაბრებზე, რა თქმა უნდა, მაქვს ლარიც და დოლარიც იმ ვალუტაში, რაშიც იმ დროს მქონდა შემოსავალი. სამწუხაროდ, ბევრი არ მაქვს. მე ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში და შემოსავალი მქონდა დოლარში. ეს დოლარი მაქვს შეტანილი ანგარიშზე. მაგრამ მინდა, დაგარწმუნოთ და შემიძლია, გაჩვენოთ ანგარიშები, სადაც მხოლოდ ლარებია. დეპოზიტიც და სესხიც სასურველია, იყოს იმ ვალუტაში, რომელშიც გვაქვს შემოსავალი. ზოგადად, საქართველოში ეროვნული ვალუტა ასრულებს ფულის ყველა ფუნქციას და უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ მოხდეს დედოლარიზაცია.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დედოლარიზაციაზე.

კომენტარები